ტექნოლოგიური ევოლუცია – პოსტ-XAF

ჩვენს მიერ შექმნილი ღირებულება დიდი ხნის განმავლობაში იყო ასეთი:

  • ჩვენ ვაკეთებთ კომპლექსური ბიზნეს პროცესების სწრაფ მოდელირებას და იმპლემენტაციას
  • ამისათვის, ვიყენებდით ტექნოლოგიურ პლატფორმას (eXpressAppFramework – შემდგომში “პლატფორმა”), რომელიც იძლევა საშუალებას, მოკლე დროში შექმნა ძალიან შთამბეჭდავი სისტემა და მარტივად მოახდინო მისი ადაპტირება ბიზნეს მოთხოვნებზე
  • დამწყები პროგრამისტისთვის შედარებით მარტივია გახდეს პროდუქტიული პლატფორმაზე
რატომ XAF-ი, მაგალითისთვის, იხილეთ აქ: https://www.devexpress.com/AboutUs/Testimonials/M5

დროთა განმავლობაში თავი იჩინა პლატფორმის შეზღუდვებმა, როგორებიც არის:
  • რთულია გამოცდილი პროგრამისტის მოძიება, რომელსაც ექნება სურვილი იმუშაოს ასეთ ტექნოლოგიაზე. რატომ – იმიტომ, რომ სურს საქმის ახალ, ტრენდულ ტექნოლოგიებზე კეთება
  • პლატფორმის ღირებულება იკარგება და დაბრკოლებას ქმნის, თუ გიწევს default ფუნქციონალის გადაკეთება. ეს განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს WEB აპლიკაციებში.
  • front-end არ იძლევა სრული მოდიფიკაციის საშუალებას
  • WEB აპლიკაციაში ხდება ხშირი POSTBACK -ები, რაც გამაღიზიანებელია მომხმარებლისთვის
  • “ხელით” შექმნილ ანალოგთან შედარებით პლატფორმის აპლიკაცია:
    • საგრძნობლად ნელია
    • სჭირდება რამდენჯერმე მეტი სერვერული რესურსი
    • ამის გამო, დიდი რაოდენობის მომხმარებლების დამატება სისტემაში არაეფექტურია
დავიწყეთ ალტერნატიული გადაწყვეტილებების ძიება, რომლებიც მოგვცემს საშუალებას, შევინარჩუნოთ ბიზნეს აღრიცხვის სისტემის შექმნისას არსებული ბენეფიტები, როგორებიცაა:
  • დომენის სწრაფი მოდელირება და ექსპერიმენტირება
  • კომპლექსური CRUD აპლიკაციის მარტივად შექმნა
  • VIEW -ების გენერირება კონვენციის (ატრიბუტების, მოდელის) მიხედვით
  • იქნება C#-ზე დაფუძნებული (როგორც არის XAF)
  • იქნება ოპტიმიზირებული web-ისთვის / mobile-ისთვის
  • ექნება მხარდაჭერა თანამედროვე ტექნოლოგიების და ტრენდების – MVC, TypeScript/JavaScript, Bootstrap, CSS, etc.
ვცადეთ MVC / Razor Pages ტექნოლოგიის გამოყენება, მაგრამ წავაწყდით საკითხებს, რომლების მოგვარებაც არარეპლიცირებად ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს მოითხოვს
შემდეგ მივაგენით ორ პოტენციურ ტექნოლოგიურ კანდიდატს:
  • https://aspnetzero.com
    • ASP.NET Zero is a starting point for new web applications with a modern UI and solid architecture. It saves your time by providing pre-built and working pages and a strong infrastructure.
  • https://serenity.is
    • A platform you can rely on to build line-of-business applications in time that it takes to prototype them…
ამ ეტაპზე განვიხილავთ ამ ტექნოლოგიების მიზანშეწონილობას ჩვენი მიზნებისთვის და ზოგადად ვფიქრობთ, რა ტექნოლოგიური სთექით გავაგრძელოთ ჩვენი ღირებულების შექმნა.

თუ გაქვთ რჩევა ან კითხვა, გთხოვთ..

Leave a Reply